მესის არყოფნისას სუარესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ბარსელონამ" "რეალი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ელ კლასიკოში "ბარსელონამ" "რეალი" 5:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-11 წუთზე კოუტინიომ გახსნა.  ამ გოლამდე "ბარსას" ფეხბურთელებმა 30 გადაცემა გააკეთეს (!), რაც ამ გუნდების შეხვედრებში უკანასკნელად 2005/2006 წლების სეზონში მოხდა. 30-ე წუთზე სუარესი ვარანმა წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

შესვენების შემდეგ ბლანკოსის მწვრთნელმა ლოპეტეგიმ შეტევის გასაძლიერებლად ვარანი ვასკესით შეცვალა და მარსელომ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ანგარიში შეამცირა. მან ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა გოლი. თუმცა, მერე სუარესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა (ორი საგოლე პასი სერხი რობერტოს ანგარიშზეა), შეცვლაზე შესულმა ვიდალმაც
გამოიჩინა თავი და 5:1.

სუარესმა "რეალის" კარი რვა შეხვედრაში ცხრაჯერ დალაშქრა. ის კლასიკოში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი მეთორმეტე ფეხბურთელია.


"რეალმა" ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო, 1 ფრედ დაასრულა, მეცხრე ადგილზეა და ლიდერ "ბარსას" 7 ქულით ჩამორჩება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 93 265 მაყურებელი
ბარსელონა - რეალი 5:1
გოლები: 1:0 კოუტინიო (11), 2:0 სუარესი (30, პენ), 2:1 მარსელო (50), 3:1 სუარესი (75), 4:1 სუარესი (83), 5:1 ვიდალი (87)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ლანგლე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო (დემბელე 74), რაფინია (სემედუ 69), არტური (ვიდალი 84), სუარესი

რეალი: კურტუა, სერხიო რამოსი, მარსელო (დიასი 82), ნაჩო, ვარანი (ვასკესი 46), მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო ისკო, ბენზემა, ბეილი (ასენსიო 77)

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ბარსა მესის გარეშე მაინც სხვა გუნდია უბრალოდ რეალი დაემსგავსა წნორის მილანს :)))
v
28 ოქტომბერი 2018 21:34
2
ბარსა ,ბარსა ,ბარსაააააააააა!!!
ჰა ჰა ჰაააა
28 ოქტომბერი 2018 22:15
6
წარმოიდგინეთ ლეოც რო ყოფილიყო.
giga
28 ოქტომბერი 2018 21:31
2
ეს საშინელება იქნებოდა )) ლეოს გარეშე უფრო მაგრად აფარჩაკებენ უკვე მეორედ !)))
კახაბერი
28 ოქტომბერი 2018 21:54
2
რა მესი ტუ არ ყავს ბარსა არაპერი გუნდიაო? ბარსა მსოპლიოს ნომერ პირველი გუნდი იყო არის და იქნება. გასაგებია?
liverpuli barselonas supermarketi.
28 ოქტომბერი 2018 21:19
7
მესის გარეშე ესეთი გაპაზორება მდაააა, ეგაც თქვენი რონალდო, რომელიც ძალააა და გამოჩნდა მაგის გარეშე რაც არის რეალი!!! ვულოცავ ბარსას ფანებს, ბარდა გუნდია რასაც ქვია რა!!
ZAZA
28 ოქტომბერი 2018 21:16
0
გაიხარეთ
T.k
28 ოქტომბერი 2018 21:21
0
Ronaldo rom iko mashin ar ugeben sul didi angarishebit tu ra. Meandered gaanadgura daimaxsovret ertxel samudamod rom barsa pirvelia
J
Gaza
28 ოქტომბერი 2018 22:54
6
უმაგრესი თამაშიიყო
ყოჩაღთ ბიჭებოო
ვამაყოობ
T.k
28 ოქტომბერი 2018 21:16
3
მარტალია, ბარსა ნომერ პირველი გუნდია. დაისვენე ლეო დაისვენე.დ.დ.
ave
28 ოქტომბერი 2018 21:24
1
ვამაყობ, ყოჩაღ ბარსა!!!!!!!
ნონა
28 ოქტომბერი 2018 21:22
0
ვალო საღოლ შეჩემა :)
ვაკო
28 ოქტომბერი 2018 22:00
1

სიახლეები პოპულარული