ელ კლასიკოში "ბარსელონამ" "რეალი" 5:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-11 წუთზე კოუტინიომ გახსნა. ამ გოლამდე "ბარსას" ფეხბურთელებმა 30 გადაცემა გააკეთეს (!), რაც ამ გუნდების შეხვედრებში უკანასკნელად 2005/2006 წლების სეზონში მოხდა. 30-ე წუთზე სუარესი ვარანმა წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა.
შესვენების შემდეგ ბლანკოსის მწვრთნელმა ლოპეტეგიმ შეტევის გასაძლიერებლად ვარანი ვასკესით შეცვალა და მარსელომ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ანგარიში შეამცირა. მან ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა გოლი. თუმცა, მერე სუარესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა (ორი საგოლე პასი სერხი რობერტოს ანგარიშზეა), შეცვლაზე შესულმა ვიდალმაც გამოიჩინა თავი და 5:1.
სუარესმა "რეალის" კარი რვა შეხვედრაში ცხრაჯერ დალაშქრა. ის კლასიკოში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი მეთორმეტე ფეხბურთელია.
"რეალმა" ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო, 1 ფრედ დაასრულა, მეცხრე ადგილზეა და ლიდერ "ბარსას" 7 ქულით ჩამორჩება.
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 93 265 მაყურებელი
ბარსელონა - რეალი 5:1
გოლები: 1:0 კოუტინიო (11), 2:0 სუარესი (30, პენ), 2:1 მარსელო (50), 3:1 სუარესი (75), 4:1 სუარესი (83), 5:1 ვიდალი (87)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ლანგლე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო (დემბელე 74), რაფინია (სემედუ 69), არტური (ვიდალი 84), სუარესი
რეალი: კურტუა, სერხიო რამოსი, მარსელო (დიასი 82), ნაჩო, ვარანი (ვასკესი 46), მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო ისკო, ბენზემა, ბეილი (ასენსიო 77)