31 ოქტომბერს ესპანეთის თასის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" გასვლაზე სეგუნდა B დივიზიონის "ლეონესა" 1:0 დაამარცხა.
გოლი დემბელეს პასით 90+1-ე წუთზე ლანგლემ გაიტანა.
ამ მატჩში მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ რიგ წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა და თავის წარმოჩენის შესაძლებლობა იმ მოთამაშეებს ჰქონდათ, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.
"ბარსელონამ" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: სილესენი, სემედო, ბრანდარისი, მირანდა, კუენკა (ლანგლე 61), ვიდალი, დენის სუარესი, სამპერი (ალენა 33), მუნირი, დემბელე, მალკომი (არტური 80)
33-ე წუთზე ტრავმა მიიღო სერხი სამპერმა და შეცვალეს.
განმეორებითი შეხვედრა 5 დეკემბერს "კამპ ნოუზე" ჩატარდება.