"ბარსელონამ" "ლეონესა" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 ოქტომბერს ესპანეთის თასის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" გასვლაზე სეგუნდა B დივიზიონის "ლეონესა" 1:0 დაამარცხა.

გოლი დემბელეს პასით 90+1-ე წუთზე ლანგლემ გაიტანა.

ამ მატჩში მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ რიგ წამყვან ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა და თავის წარმოჩენის შესაძლებლობა იმ მოთამაშეებს ჰქონდათ, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.

"ბარსელონამ" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: სილესენი, სემედო, ბრანდარისი, მირანდა, კუენკა (ლანგლე 61), ვიდალი, დენის სუარესი, სამპერი (ალენა 33), მუნირი, დემბელე, მალკომი (არტური 80)

33-ე წუთზე ტრავმა მიიღო სერხი სამპერმა და შეცვალეს.

განმეორებითი შეხვედრა 5 დეკემბერს "კამპ
ნოუზე" ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული