
20 წლის ფეხბურთელი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა, როცა მისი გუნდი ლა ლიგის აუტსაიდერთან 2:1 მარცხდებოდა, დემბელემ გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, მატჩის ბოლოს კი სუარესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და "ბარსელონამ" სამი ქულა ჩაიწერა.
"მისგან ბევრს ველით, დემბელეს ჩვენი დახმარება შეუძლია და დღეს შესანიშნავი გოლით დაგვეხმარა" - განაცხადა ვალვერდემ.
ამ გამარჯვებით "ბარსელონა" ლა ლიგაში პირველ პოზიციას იკავებს, სამშაბათს
კი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ინტერს" ესტუმრება.