"ბარსელონას" თავდამსხმელმა უსმან დემბელემ ვარჯიში ისე გააცდინა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა არ გაუფრთხილებია.
მას ვარჯიშის შემდეგაც საათნახევარი ეძებდნენ და სახლში მიაკვლიეს.
როგორც გაირკვა, უსმანს გასტროენტერიტის შეტევა ჰქონდა.
დემბელემ ამ სეზონში ლა ლიგას 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა.