"მანჩესტერი" "ბარსელონას" მცველის ხორდი ალბას წარმომადგენლებთან აწარმოებდა მოლაპარაკებას.
მას "ბარსასთან" კონტრაქტი 18 თვის შემდეგ უმთავრდება და ჯერ გახანგრძლივება არ შესთავაზეს.
ალბას აგენტს ვინსენტ ფორესს "იუნაიტედის" ხელმძღვანელებმა განუცხადეს, რომ მისი კლიენტის სამსახურით მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რადგან ის თავისი გუნდის მარცხენა მცველის თამაშით უკმაყოფილოა.
ამ სეზონში ალბამ 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლუის ენრიკემ ჟორდი ალბა მაინც გამოიძახა - ესპანეთის ნაკრების განაცხადი ცნობილია
ხორდი ალბას სახლი ისე გაუქურდეს, რომ ოჯახის წევრებმა ვერაფერი ვერ გაიგეს