"ლივერპული" მზადაა, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი მოხსნას და "ბარსელონას" ვინგერ უსმან დემბელეში 98 მილიონი ევრო ზამთარშივე გადაიხადოს, - იტყობინება TheSun-ი.
გამოცემის ინფორმაციით, იურგენ კლოპს შეტევის გაძლიერება სურს და ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტად ფრანგ შემტევს თვლის.
უცნობია, რამდენად სერიოზულად განიხილავს ამ წინადადებას კატალონიური კლუბი, რადგან უსმან დემბელეში გასულ ზაფხულს ჯამში 156 მილიონი ევრო გადაიხადეს.
21 წლის ფეხბურთელი "ბარსელონაში" 2017-18 წლების სეზონის დასაწყისში მივიდა და მას შემდეგ კატალონიური კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 39 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
10:48 14-11-2018
"ლივერპული" მზადაა, უსმან დემბელე ზამთარშივე შეიძინოს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული