პრიმერას მე-15 ტურში "ბარსელონამ" "ესპანიოლი" 4:0 დაამარცხა.
მესიმ საჯარიმოებიდან დუბლი შეასრულა და პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ზედიზედ 13 ჩემპიონატში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა.
"ბარსელონა" 31 ქულით ლიდერობს გათამაშებას და უახლოეს მდევრებს "სევილიასა" და "ატლეტიკოს" 3 ქულით უსწრებს.
ბარსელონა. "კორნელა დე ლობრეგატი". 24 037 მაყურებელი
ესპანიოლი - ბარსელონა
გოლები: 0:1 მესი (17), 0:2 დემბელე (26), 0:3 სუარესი (45), 4:0 მესი (65)
ესპანიოლი: დიეგო. ლოპესი, დუარტე, ვილა, ხ. ლოპესი, დავიდ ლოპესი, სანჩესი, დარდერი (გრანერო 74), როკა, მელენდო (გარსია 63), პერესი (ბაპტისტაო 59), იგლესიასი
ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, ლანგლე, სემედო, რაკიტიჩი (დ. სუარესი 82), ვიდალი, ბუსკეტსი, მესი, ლ. სუარესი (მუნირი 79), დემბელე (კოუტინიო 68)