მესი 11 - მოდრიჩი 0, ანუ მესის მოკითხვა პელესა და "ფრანს ფუტბოლს"

AutoSharing Option
ვისაც ფეხბურთი მართლა უყვარს, თუნდაც სხვა გუნდს გულშემატკივრობდეს, არ შეიძლება პრიმერას მე-14 ტურში "ესპანიოლთან" მატჩში "ბარსელონას" თავდამსხმელის ლეო მესის თამაშით სიამოვნება არ მიეღო.

თუმცა, გამორჩეულებს ყველგან ებრძვიან, ასეა ფეხბურთშიც და მესი და რონალდო ხომ არ არიან იმაში დამნაშავენი, რომ ეპოქა შექმნეს მსოფლიოს ფეხბურთში და საბედნიეროდ ეს ეპოქა გრძელდება. ეგაა, ზოგიერთს აღიზიანებს მათი საუკეთესოობა და ცდილობენ დააკნინონ. ფეხბურთის მეფეს, პელეს ტყუილიც დაეჯერება, მაგრამ მთლად ასეთიც არა - ბრძანა, მესის გოლები მხოლოდ ცაციათი გააქვსო. ნებსით თუ უნებლიედ პელეს სურს შეცდომაში შეიყვანოს გულშემატკივარი,
მაგრამ აგერ, პორტალმა Squawka-მ დაადასტურა, რომ პელე მართალი არაა - 100-ზე მეტი გოლი არგენტინელმა მარჯვენა ფეხით და თავით გაიტანა.

წელს ისეთი ტენდენცია წავიდა, რატომღაც უნდოდათ ახალი სახე აეყვანათ "კვარცხლბეკზე" და მოიძიეს კიდეც - ლუკა მოდრიჩი, რომელსაც "ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთი" გადასცა. ხორვატმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე სამჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ამ პრიზის გამარჯვებულთა შორის თურმე, ხორვატზე ნაკლები გოლი მხოლოდ ლევ იაშინს გაუტანია, ის კი მოგეხსენებათ, მეკარე იყო. ახლა ზოგიერთი იტყვის, მაგ ტროფეის იმას კი არ გადასცემენ, ვინც მეტი გოლი გაიტანა, არამედ იმას, ვინც უფრო დიდი ტურნირები მოიგოო. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, უპრიანი იქნებოდა "ოქროს ბურთი" რაფაელ ვარანისთვის გადაეცათ.

"მარკა" ამტკიცებს, რომ "ფრანს ფუტბოლმა" რბილად რომ ვთქვათ, მთლად კეთილსინდისიერად არ ჩაატარა გამოკითხვა და მაგალითიც მოჰყავს: გამოკითხვაში ნუ იტყვით და კომორის კუნძულების გამოცემა Albaladcomores.com-ის ჟურნალისტმა აბდუ ბოინამ მიიღო მონაწილეობა. იკითხავთ ახლა, მიიღო და მიიღო, მერე რა მოხდაო? საქმე იმაშია, რომ ეს გამოცემა 6 წლის წინ დახურულა და ბუნებაში აღარ არსებობს. მოკლედ, თუ ჩვენებურად, ჟარგონზე ვიტყვით, ღრმად პატივცემულ ფრანგულ გაზეთს სასურველი შედეგის მისაღებად "მკვდარი სულები" გამოუყენებია. ინტერნეტ-გამოკითხვაში, როდესაც ლეო ხმების 70%-ს იღებდა, საიტი გათიშეს. მეტი რაღა უნდა ექნათ, ე.წ. კარუსელს ხომ ვერ დაატრიალებდნენ?

ახლა, ასეთ "თაღლითობებს" რომ ჩავეძიოთ, უამრავ დარღვევას აღმოვაჩენთ, თუმცა რად გვინდა რამის ძიება - ფაქტი სახეზეა, მესიმ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 11 გოლი გაიტანა (ისე, სხვათა შორის, 8 საგოლე გადაცემაც გააკეთა), მოდრიჩმა 0, რონალდომ კი სერია A-ში 10 და უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ეს იტალიაში დებიუტანტის საუკეთესო შედეგია.

დავენებოთ იმის მტკიცებას თავი, რაც ცხადზე უცხადესია და მესის "ესპანიოლთან" თამაშს მივუბრუნდეთ, საოცარ გოლებს და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გაოგნებულ სახეებს.


მესი პრიმერას პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიჯრით 13 სეზონის განმავლობაში ყოველ სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა.

ლიონელმა 2014 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული ესპანეთის ჩემპიონატში საჯარიმოდან 19 გოლი გაიტანა. მას ამ კომპონენტში არათუ რომელიმე ფეხბურთელი ვერ უწევს კონკურენციას, არამედ ვერც ერთი კლუბიც. მოცემულ პერიოდში მეორე ადგილზე "ნომინაციაში" 18 გოლით "იუვენტუსია", მაგრამ ეს 18 გოლი ექვსი ფეხბურთელის ანგარიშზეა (პაულო დიბალა 8, მირალემ პიანიჩი 4, ანდრეა პირლო 3, კარლოს ტევესი, პოლ პოგბა და ფედერიკო ბერნარდესკი თითო-თითო). შემდეგ მოდიან: "ლიონი", "რომა", "რეალი" 14-14 და "ბაიერნი" 13.

ერთი სიტყვით, ციფრები ჯიუტია და ნათლად წარმოაჩენს ამა თუ იმ ფეხბურთელის რაობას, წარმოაჩენს ნებისმიერი გამოცემის ცრუ გამოკითხვაზე მეტად და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვინ უკეთ ბურთაობს, ამას ხომ ყველა ჩინებულად ხვდება.

მაშ რა საჭიროა ეს ფარსი?

მკითხველის კომენტარები / 35 /
მეტი რაღა გავაკეთო რომ ოქროს ბურტი მივიღო?! მითხარით ძამა აგი ჩქარა!
antuan griezman
13 დეკემბერი 2018 18:06
1
88 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს. დავტკბი დიდი ფეხბურთელების თამაშით: ვან ბასტენი, ბაჯო, კიჭა, რონალდინიო, კრიაშტიანუ, რა თქმა უნდა ზიდანი, მაგრამ ვაღიარებ ძმაო - მესი სხვა განზომილებაა. რაც შეეხება ოქროს ბურთს, რა თქმა უნდა მესის და რონალდუს ეპოქაში, სასაცილოა მოდრიჩს გადასცე.
ვასკა
12 დეკემბერი 2018 18:03
0
ვინც ფეხბურთის სილამაზე იცის ის არასდროს შეადარებს მესის ვინმესთან, მოდრიჩი კი აქ საერთოდ რა მოსატანია.
x.x
10 დეკემბერი 2018 20:49
0
სად პელე,მარადონა და რონალდუ ნამდვილი კაცები,ლიდერები,პატრიოტები,მებრძოლები და სად ჩანჩურა,გნომი მესი.
მეფე პელე
10 დეკემბერი 2018 17:29
14
მე რონალდუს გულშემატკივარი ვარ, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ მესი გენიალური ფეხბურთელია!!! და ვინც ამას ვერ ხედავს, დროა სხვა სპორტით დაკავდეს!!!
გიორგი
12 დეკემბერი 2018 13:14
0
ეხლა გულდასმით წაიკითხე: მარადონა ვიცით, რომ არის მაგარი ალკაში, პელემ თვითონ აღიარა, რომ მოზარდობაში "შესცოდა" მოზარდთან, ასეა ეს დამტკიცებულია. ნუ რონალდოზე რაც არ ვიცი ვერ დავაბრალებ. მესიზე ჯერ არავის არ უთქვია, არ დაუწერიათ( პაპარაცებს რამე, რომ იყოს არაფერს გამოაპარებ.) რამე ისეთი, რაც მის რეპუტაციას შეულახავს იმიტომ, რომ თვითონ არ ძლევს ამის საბაბს!!!!. ეხლა შენ გააკეთე დასკვნა: ვინ არის ნამდვილი კაცური კაცი, შელახული წარსულით პელე, ალკაში, ნარკომანი მარადონა თუ მესი. რასაკვირველია მ ე ს ი.
ქართველი1
10 დეკემბერი 2018 18:31
0
ჩემი კომენტარს რას ერჩით? იმხელა ტექსტს რა აკრებს თავიდან..
ვიქტორი
10 დეკემბერი 2018 16:42
0
თამაშში ორი შედევრი ჯარიმა კარიერაში ორჯერ გააკეთო (თბილისში გატანილები ჩემი აზრით უკეთესი იყო აჭრის კუთხით)ფანტასტიკაა.რაც შეეხება იმას თუ ვინაა ისტორიაში N 1.ეს მ ე ს ი ა.
sake
10 დეკემბერი 2018 14:02
0
პელეს,მარადონას განსხვავება მესისგან ის არის რომ ისინი მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრწყინავდნენ და მესი ესპანიოლთან,ეიბართან,ალავესთან ბრწყინავს თან თვითეული ბარსას ფეხბურთელი ას მილიოზე ნაკლები არა ღირსის არიფებთან რომ გულაობს ვარსკვლავებით გადატენილ ბარსაში ამიტომ ოქროს ბურთი უნდა მისცენ?მთავარ ტურნირები მსოფლიო ჩემპიონატი და ჩ.ლ-აა.ეტყობა მახსოვრობა არა გაქვთ.მოდრიჩის ხორვატიამ მესის არგენტინა 3-0 დაანგრია.ხოლო რონალდუს და მოდრიჩის რეალმა ზედიზედ სამჯერ მიოგო ჩ.ლ.
ჟანგიანი რკინის ბურთი მესის
10 დეკემბერი 2018 13:38
6
ამაშია საქმეს-ს ელ-კლასიკოში როგორ გადაუარა ბარსამ რეალს? ესეც გაიხსენე ხშირად კარგი იქნება!
kote
10 დეკემბერი 2018 16:15
0
ამაშია საქმეს-ს. როგორ გავხარ მარადონას და პელეს ბოღმაობაში, შემთხვევით ნათესავები ხომ არ ხართ? ეს მსოფლიო და ლ-ჩ, ალავესი, ეიბარი, ესპანიოლი, რომ ამოგიჩემებია შე კაცო , ეტყობა შენ ამ გუნდების იქით არ იყურები, თუ რაშია საქმე მახსოვრობას ხომ არ უჩივი? ერთი ესეც მოგვახსენე და პასუხი გაგვეცი: მესის მსოფლიო არ აქვს მოგებული, მაგრამ 5-ი ოქროს ბურთი კი აქვს კოლექციაში, ამიტომ ეგ შენი რკინის ჟანგიანი ბურთი იმას გადაეცი ვისი გულშემატკივარიც ხარ. ამაშია საქმე აბა? გთხოვთ გაუშვათ.
გია1
10 დეკემბერი 2018 15:20
0
ჩემმა საყვარელმა ფეხბურთელმა მესიმ ლამაზი თამაში გვაჩუქა!!! ორი ჯარიმა ხო ეს იყო შედევრი! "პასებზე" არაფერს აღარ ვიძახი, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. მაინტერესებს ამ თამაშს თუ უყურა პელემ და მარადონამ, ალბათ ამ თამაშის მერე გაშტერებული სახეებით იჯდებოდნენ კარგა ხანი (მარადონას თუ კიდევ გაშტერება უნდა?. ოჰ ნეტავ შემდეგი თამაში მესიმ თავით და მარჯვენა ფეხით გაიტანოს, რომ ამ ბოღმა პელეს მიუძღვნას "საჩუქრად ლეოსგან".
ნონა
10 დეკემბერი 2018 10:48
0
სადაც მესი და რონალდოა სხვაზე ლაპარაკი ზედმეტია.ჯერჯერობით ასეა.
კახა ქირია
10 დეკემბერი 2018 09:26
1
"ფრანსფუტბოლის" ჩალიჩი არახალია; სიმონსენი, ბელანოვი ... ოქროს ბურთი მცველებსაც გადასცემიათ /ბეკენბაუერი, კანავარო .../ და მათ ჰქონდათ ნახევარმცველ მოდრიჩზე მეტი გატანილი; თუ ტურნირის მოგებაზე იყო, მსოფლიოს ჩემპიონისთვის მიეცათ
ბარკა
10 დეკემბერი 2018 08:52
0

სიახლეები პოპულარული