"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მისი გუნდის თავდამსხმელის უსმან დემბელეს ვარჯიშზე დაგვიანებაზე გააკეთა კომენტარი.
"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, დემბელემ ვერ გაიღვიძა და ვარჯიშზე ორი საათით დააგვიანა.
"როდესაც ფეხბურთელი ვიყავი, ეგეთი რამე მეც დამმართნია. რაღაც მოხდა, მაგრამ ამას კლუბში გავარჩევთ. ეს სიტუაცია ჩვენთვის ახალი არაა და მის გადაწყვეტას შევეცდებით", - განუცხადა ვალვერდემ AS-ს.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დემბელე დისციპლინას არღვევს და კლუბის ხელმძღვანელობა ამის გამო გაყიდვასაც კი უპირებდა, მაგრამ უკანასკნელ შეხვედრებში თავი გამოიჩინა.
"ბარსას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ თქვა, რომ დემბელე გუნდისთვის საჭირო
ფეხბურთელია.
დემბელე "ბარსელონას" დატოვებას არ აპირებს
შეცვლაზე შესულმა დემბელემ "ბარსელონა" წაგებისგან იხსნა [VIDEO]