შეცვლაზე შესულმა დემბელემ "ბარსელონა" წაგებისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-13 ტურში "ატლეტიკო" და "ბარსელონა" დაზავდნენ - 1:1.

ანგარიში 77-ე წუთზე დიეგო კოშტამ გახსნა, მადრიდელები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ შეცვლაზე შესულმა დემბელემ 90-ე წუთზე მესის პასი მიიღო და ობლაკის კარი დალაშქრა.

დიეგო კოშტას ლა ლიგაზე უკანასკნელად გოლი 9 თვის წინ ჰქონდა გატანილი.

დემბელეს გოლებმა ამ სეზონში კატალონიურ გუნდს უკვე 7 ქულა მოუტანა, რაც პრიმერაზე საუკეთესო შედეგია.

სიმეონეს ხელმძღვანელობით "ატლეტიკომ" "ბარსელონასთან" ჩატარებული 14 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო.

ხაზგასასმელია, რომ თამაში დაძაბული იყო, მაგრამ თვალსასეირო არა - მასპინძლებმა პირველად
კარში 77-ე წუთზე დაარტყეს და გოლი გაიტანეს, ხოლო სტუმრებმა პირველად კარში 82-ე წუთზე დაარტყეს.

ასე და ამგვარად, "ბარსას" 25 ქულა აქვს და მეორეადგილოსან როხიბლანკოს კვლავ 1 ქულით უსწრებს.

30 წლის ბუსკეტსმა "ბარსაში" მე-500 მატჩი ჩაატარა.

მადრიდი. "ვანდა მეტროპოლიტანო". 67 204 მაყურებელი
ატლეტიკო - ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (77), 1:1 დემბელე (90)

ატლეტიკო: ობლაკი, ფილიპე ლუისი, არაისი, სავიჩი, ლ ერნანდესი, საული, კოკე, ლემარი (ვიტოლო 64), რ. ერნანდესი, დიეგო კოშტა (კორეა 80), გრიზმანი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, რობერტო (რაფინია 46), უმტიტი, სემედო, ვიდალი (მალკომი 85), ბუსკეტსი, არტური (დემბელე 80), მესი, სუარესი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ გრიზმანმა რაღაც ძაან ამოიდგა ენა, მაგას მისამართი ხომ არ ეშლება მესის ასე, რომ მიმართავს?. ვახ ზოგიერთებს თავში როგორ უვარდებათ ვგიჟდები რა? მაგან, რომ ოქროს ბურთი აიღოს, რაშიც ეჭვი მეპარება, მერე ნახეთ მაგი ცანცარობა. გრიზმან მესის ნაირი თავდაბალი იყავი ჯობია! ლეოს 5-ი ოქროს ბურთი აქვს აღებული და გინახიათ მისი თავში ავარდნა? ლეომ დასტოინად გასცა ამ ცანცარას პასუხი. მესიმდე მიდი შედეგებით და მერე გაუტოლდი. მსოფლიოს მოგება არ ნიშნავს, რომ უკვე მსოფლიო დონის ფეხბურთელი ხარ, ერთი საშუალო თავში ავარდნილი ფეხბურთელი ხარ, მეტი არაფერი. გთხოვთ გაუშვათ.
გია1ა
11:28 26-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული