"ბარსელონას" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ "ჟირონასთან" აშშ-ში მატჩის ჩატარება გადაიფიქრეს და ეს გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
"ბარსელონა" იყო და ისევ მზადაა ლა ლიგას მატჩი აშშ-ში ჩაატაროს და შემოსავალი პრიმერასა და სეგუნდას კლუბებს შორის სატელევიზიო უფლებების კრიტერიუმის შესაბამისად განაწილდეს.
მიუხედავად ამისა, კლუბი თვლის, რომ ეს პროექტი არ იქნება წარმატებული, თუ ყველა მხარესთან არ იქნება მიღწეული შეთანხმება".
მიუხედავად ამისა, კლუბი თვლის, რომ ეს პროექტი არ იქნება წარმატებული, თუ ყველა მხარესთან არ იქნება მიღწეული შეთანხმება".
შეხვედრის აშშ-ში გამართვის მომხრე ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასია, მაგრამ ფიფა ამის წინააღმდეგი წავიდა.