23 წლის მოთამაშეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდებოდა და მის გახანგრძლივებასაც არ აპირებდა, ამიტომ უფასოდ დაკარგას მისი იანვარშივე გასხვისება ამჯობინეს.
პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ანტერო ენრიკემ დაადასტურა, რომ რაბიომ კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა.
"ბარსელონა" მის შეძენას გასულ ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
ადრიენ რაბიომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 20 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტუხელს რაბიოს შენარჩუნება სურს, ფეხბურთელს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია