"ბარსელონა" ზამთრის პირველ ტრანსფერს რამდენიმე საათში დაადასტურებს

AutoSharing Option
"ვალენსიას" ცენტრალური მცველი ჯეისონ მურილიო ბარსელონაშია და თბილისის დროით 19:00 საათზე სამედიცინო შემოწმებას გაივლის - ამის შესახებ ყველა წამყვანი ესპანური გამოცემა იუწყება.

კატალონიური კლუბი კოლუმბიელი მოთამაშის დამატებას იჯარის წესით 2018-19 წლის სეზონის ბოლომდე აპირებს და სანაცვლოდ "ვალენსიას" 2 მილიონ ევროს გადაუხდის.

ტრავმირებული სამუელ უმტიტის და ტომას ვერმაელენის გამო "ბარსელონას" დაცვის ცენტრში პრობლემები შეექმნა და დღეის მდგომარეობით ხერარდ პიკესა და კლემენტ ლენგლეს შემცვლელი არ ჰყავთ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ ამ პოზიციის გაძლიერება.

ჯეისონ მურილიო "ვალენსიაში" გასულ ზაფხულში მილანის "ინტერიდან" 12
მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

altმესი "ბარსელონაში პეპეს გადასვლის წინააღმდეგი წავიდა

altადრიენ რაბიომ "ბარსელონასთან" შეთანხმებას მიაღწია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული