კატალონიური კლუბი კოლუმბიელი მოთამაშის დამატებას იჯარის წესით 2018-19 წლის სეზონის ბოლომდე აპირებს და სანაცვლოდ "ვალენსიას" 2 მილიონ ევროს გადაუხდის.
ტრავმირებული სამუელ უმტიტის და ტომას ვერმაელენის გამო "ბარსელონას" დაცვის ცენტრში პრობლემები შეექმნა და დღეის მდგომარეობით ხერარდ პიკესა და კლემენტ ლენგლეს შემცვლელი არ ჰყავთ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ ამ პოზიციის გაძლიერება.
ჯეისონ მურილიო "ვალენსიაში" გასულ ზაფხულში მილანის "ინტერიდან" 12