ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ სამომავალო გეგმებზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ინიესტა იაპონური "ვისელ კობეს" ფეხბურთელია, ადრე კი "ბარსელონას" ღირსებას იცავდა.
"ჩემ თავს მწვრთნელის რანგში ვხედავ. ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად "ბარსელონას" მწვრთნელი მინდა ვიყ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ამის შესახებ ვფიქრობ ხოლმე", - თქვა ინიესტამ.
მომზადებულია abola.pt-ის მიხედვით