"კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, "ბარსელონა" "სასუოლოს" მწვრთნელის რობერტო დე ძერბის პერსონით დაინტერესდა.
გამოცემა ირწმუნება, რომ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა კარგა ხანია "სასუოლოს" თამაშს აკვირდება და მოსწონს მისი შემტევი სტილი.
არაა გამორიცხული, "ბარსაში" დე ძერბიმ ერნესტო ვალვერდე შეცვალოს, რომელსაც კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება და გაგრძელებას არ სთავაზობენ.
39 წლის იტალიელ სპეციალისტს ზაფხულში შეეძლო "ლას პალმასი" ჩაებარებინა, მაგრამ "სასუოლოში" მუშაობა არჩია.
17 ტურის შემდეგ "სასუოლო" სერია A-ში 25 ქულით მერვე ადგილზეა.