"ბარსელონამ" "ტვიტერის" საშუალებით კალენდარული წლის 5 საუკეთესო ბომბარდირი დაასახელა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ სიაში მცველი ჟერარდ პიკე მოხვდა.
ხუთეული ასე გამოიყურება:
- ლიონელ მესი - 47 გოლი
- ლუის სუარესი - 32
- ფილიპე კოუტინიო - 15
- უსმან დემბელე - 14
- ჟერარდ პიკე - 7
2018/19 წლების სეზონში პიკეს ანგარიშზე უკვე 5 გოლია, აქედან 3 მანდ ლა ლიგაში და თითო-თითო ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე გაიტანა.