"ბარსელონას" 2018 წლის 5 საუკეთესო ბომბარდირში ჟერარდ პიკეცაა

AutoSharing Option
ესპანურმა კლუბებმა უკვე დაასრულეს 2018 წელს ასპარეზობა და შედეგებს აჯამებენ.

"ბარსელონამ" "ტვიტერის" საშუალებით კალენდარული წლის 5 საუკეთესო ბომბარდირი დაასახელა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ სიაში მცველი ჟერარდ პიკე მოხვდა.

ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი - 47 გოლი
  2. ლუის სუარესი - 32
  3. ფილიპე კოუტინიო - 15
  4. უსმან დემბელე - 14
  5. ჟერარდ პიკე - 7

Sportall.Ge

2018/19 წლების სეზონში პიკეს ანგარიშზე უკვე 5 გოლია, აქედან 3 მანდ ლა ლიგაში და თითო-თითო ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული