"ბარსელონამ" 19 წლის ფრანგი მცველი უფასოდ გაიფორმა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ტულუზის" 19 წლის მცველი ჟან-კლერ ტობიდო გაიფორმა. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და "ბლაუგრანაში" 2019 წლის ზაფხულში უფასოდ გადავა.

ის "ტულუზის" პირველი გუნდის რიგებში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და ლიგა 1-ში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 1 გოლისა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

ჟან-კლერ ტობიდო საფრანგეთის 20-წლამდელთა გუნდის წევრია. როგორც "ბარსელონას" ვებგვერდი იუწყება, მას როგორც დაცვის ცენტრში, ასევე ნახევარდაცვაში თამაშიც შეუძლია.

alt120 მლნ ევრო მცველში! - "ბარსელონა" უკან არაფერზე იხევს

alt"ბარსელონა" იასპერ სილესენს მხოლოდ 60 მილიონად შეელევა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული