11 იანვარს, ესპანეთის თასის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ლევანტემ" საკუთარ მოედანზე "ბარსელონას" 2:1 სძლია.
აღსანიშნავია, რომ "ბარას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ რიგ წამყვნ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა და რასაც წარმოადგენს მათ გარეშე ეს გუნდი, თვალნათლივ დაინახა.
შეგახსენებთ, ლა ლიგას პირველ წრეში ბლაუგრანამ "ლევანტე" 5:0 გაანადგურა.
ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 18 იანვარს "კამპ ნოუზე" გაიმართება.
ვალენსია. "სიუდადი". 17 614 მაყურებელი
ლევანტე - ბარსელონა 2:1
გოლები: 1:0 კაბაკო (4), 2:0 მაიორალი (18), 2:1 კოუტინიო (85, პენ)
ლევანტე: აიტორი, პოსტიგო, ჩემა (ჰასონი 69), კაბაკო, კოკე, პრჩიჩი, კამპანია, საიმონი, როჩინა (დიუკური 75), ბოატენგი (მორალესი 62), მაიორალი
ბარსელონა: სილესენი, სემედუ, მურილიო, მირანდა (რობერტო 46), ჩუმი (ლანგლე 58), ალენია, ბუსკეტსი, ვიდალი, დემბელე, მალკომი (დ. სუარესი 67), კოუტინიო