ლა ლიგას მე-19 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 3:0 სძლია "ეიბარს".
"ბარსელონამ" 43 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" ისევ 5 ქულით უსწრებს.
"ბარსას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ პრიმერაზე მე-400 გოლი გაიტანა, რაც რეკორდია.
მეორე ადგილზე "რეალის" ყოფილი ფორვარდი რონალდოა - 292 მატჩში 311 გოლი.
ამ შეხვედრაში თავდამსხმელმა ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირი 17 გოლით მესია, მეორე ადგილზე 14 გოლით სუარესია.
ბარსელონა. "ნოუ კამპი". 71 039 მაყურებელი
ბარსელონა - ეიბარი 3:0
გოლები: 1:0 სუარესი (19), 2:0 მესი (53), 3:0 სუარესი (59)