"მუნდო დეპორტივოს" მიმომხილველი ფრანსისკ აგილარი ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" პსჟ-ს თავდამსხელის ნეიმარის შეძენა უნდა.
ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ამისათვის "ბარსას" 3 ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს - ივან რაკიტიჩის, ფილიპე კოუტინიოს და უსმან დემბელეს.
Transfermarkt-ი ნეიმარს 180 მილიონ ევროდ აფასებს.
"პარი სენ ჟერმენში" ის წელიწადში 30 მილიონს გამოიმუშავებს და შეძენის შემთხვევაში, ეს ბლაუგრანას ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება.