"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ბარსელონა" შეიძლება ესპანეთის თასიდან მოკვეთონ.
საქმე იმაშია, რომ "ლევანტესთან" ესპანეთის თასის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში 19 წლის მცველმა ჩუმი ბრანდარისმა ითამაშა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, ვინაიდან დუბლშემადგენლობაში 5 ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებული იყო.
დისციპლინარული კოდექსის 56.3 მუხლის მიხედვით დუბლებში დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს პირველ გუნდშიც არა აქვს ასპარეზობის უფლება.
"ბარსა" კი ამტკიცებს, რომ გასული წლის ნოემბერში კოდექსში ცვლილება შევიდა და წესი არ დაურღვევიათ.
2015 წლის დეკემბერში "რეალი" იმის გამო დასაჯეს, რომ "კადისთან" 1/16 ფინალში დენის ჩერიშევი ათამაშა, რომელსაც
დისკვალიფიკაცია" წინა სეზონში "ვილიარეალში" ჰქონდა მიღებული.
"ბარსელონასა" და "ლევანტეს" განმეორებითი შეხვედრა დღეს გაიმართება.