რაში სჭირდება "ბარსელონას" კევინ-პრინს ბოატენგის იჯარით აყვანა?

AutoSharing Option
"სასუოლოს" ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი "ბარსელონაში" გააგრძელებს კარიერას.

"ბარსას" ბოატენგის იჯარა 2 მილიონი ევრო დაუჯდება, ხოლო შემდეგ უფლება აქვს 8 მილიონად კონტრაქტი გამოისყიდოს.

ბოატენგს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, ის 2016/2017 წლების სეზონში "ლას პალმასის" ღირსებას იცავდა და 28 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

"მილანში" ასპარეზობისას მან ჩემპიონთა ლიგაზე 2-ჯერ დალაშქრა ბლაუგრანას კარი.

ამ სეზონში კევინ-პრინსმა სერია A-ს 13 შეხვედრაში 4 გოლი (2 პენალტით) და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ის მალე 32 წლის გახდება და ცოტა არ იყოს გასაკვირია, რაში სჭირდება"ბარსელონას" მისი დამატება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი აგენტი ყავს ალბათ
ტიმო
16:28 22-01-2019
0
წარმატებები ბოატენგს, მინდოდა ისევ მილანის მაისურით ეთამაშა.
2

სიახლეები პოპულარული