ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ამ კვირაში "ბარსელონასთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი. AS-ის ცნობით, ფეხბურთელს არჩევანი "ბარსასა" და პსჟ-ს შორის უნდა გაეკეთებინა და მის ტრანსფერზე დასაყოლიელებლად კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ თავდამსხმელ ნეიმარის შეტყობინება აჩვენა, რომელშიც ის პარიზულ გუნდში გადასვლას ინანიებს.
გამოცემა იტყობინება, რომ ბრაზილიელი WhatsApp-ით შეტყობინებებს უგზავნიდა "ბარსას" მოთამაშეებსა და ხელმძღვანელობას. ის ამ შეტყობინებებში წერდა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი დაბალი დონისაა, მეტოქეები დაუნდობლები არიან და იქ ცუდი ამინდებია.
ამ შეტყობინებების ნახვის შემდეგ დე იონგმა "ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვიტა. ის ზაფხულამდე "აიაქსში" ითამაშებს.