ბარსელონამ "ვალენსიასთან" ქულა გადაარჩინა - ლეო მესიმ დუბლი შეასრულა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 თებერვალს, ლა ლიგის 22-ე ტურში "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შეხვედრა 2:2 დასრულდა.

სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მესიმ დუბლით ანგარიში გაათანაბრა.

მესის პრიმერაზე ზედიზედ 11 წელიწადში მინიმუმ 20 გოლი გააქვს. მან ესპანეთის ჩემპიონატზე 50-ე პენალტი გამოიყენა (11 გააცუდა). მასზე მეტი გატანილი აქვთ რონალდოს (72-დან 61) და უგო სანჩესს (71-დან 56). სულ ლეომ 109 თერთმეტმეტრიანიდან 84 გაიტანა.

მესი ყველა ტურნირზე "ვალენსიას" 27 გოლი გაუტანა - უფრო მეტი "ღამუღებისთვის" მხოლოდ "ატლეტიკოს" და "სევილიას" აქვთ გატანილი.

"ბარსელონა" 50 ქულით პირველ ადგილზეა და 10 თებერვალს
ბილბაოში "ატლეტიკს" ხვდება, იქამდე კი 7 იანვარს თასზე "რეალს" უმასპინძლებს.

ბარსელონა. "ნიუ კამპი". 76 789 მაყურებელი
ბარსელონა - ვალენსია
გოლები: 0:1 გამეირო (24), 0:2 პარეხო (32, პენ), 1:2 მესი (39, პენ), 2:2 მესი (64)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლეო გენაცვალე მაგ მარცხენა ფეხში. არ ვიცი რა? რა გაჩნდი ასეთი საოცრება, მადლობა ყველაფრისთვის.
1

სიახლეები პოპულარული