ლეო მესიმ ტრავმა მიიღო - შეძლებს 5 დღის შემდეგ "რეალთან" თამაშს?

AutoSharing Option
ლა ლიგას 22-ე ტურში თავდამსხმელმა ლეო მესიმ "ვალენსიას" 2 გოლი კი გაუტანა და "ბარსელონას" ქულა გადაურჩინა, მაგრამ ტრავმა მიიღო.

შეგახსენებთ, 7 თებერვალს "ბარსა" ესპანეთის თასზე "რეალს" უმასპინძლებს და მესის მდგომარეობა კატალონიური გუნდის გულშემატკივრებს აღელვებთ.

ნამატჩევს ბლაუგრანას მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ მესის შეცვლა არ უთხოვია, თორემ შეცვლიდა და თუ მწყობრში ვერ ჩადგა, "რეალთან" სხვა ფეხბურთელს ათამაშებს.

Tiempo de Juego კი "ბარსელონას" გულშემატკივრებს ამშვიდებს - გამოცემა ამტკიცებს, რომ არგენტინელის ტრავმა სერიოზული არაა, დღეს მედშემოწმებას გაივლის და ორშაბათს ვარჯიშზე შეამოწმებს ბლანკოსთან სათამაშოდ
თავის მზადყოფნას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იმედია შეძლებ ლეო თამაშს და კვლავ დაამწუხრებ რეალს და მის გულშემატკივარს, გაიხარე ჯამრთელობას გისურვებ.
beso
16:10 03-02-2019
0
ლეო ყველა დროის საუკეთესოვ! გაჭირვების ტალკვესი ხარ! იმედია სერიოზული არ იქნება შენი ტრავმა.
გია1
12:25 03-02-2019
2

სიახლეები პოპულარული