"რეალთან" ლეო მესიც ითამაშებს და უსმან დემბელეც

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტი" იუწყება, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელის ლეო მესის "ვალენსიასთან" მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზული არაა, მართალია დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, მაგრამ ესპანეთის თასზე "რეალთან" თამაშს დიდი ალბათობით შეძლებს.

"ბარსას" მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე მესის ხვალ ვარჯიშზე დააკვირდება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმის შემდეგ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა ფორვარდმა უსმან დემბელემ და ბლაკოსთან შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.

დემბელემ ამ სეზონში ლა ლიგაზე 19 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბარსელონასა" და "რეალის" პირველი 1/2-ფინალური შეხვედრა
"კამპ ნოუზე" 6 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალე ლეო როგორ გაგვახარე, რომ სერიოზული არ არის შენი ტრამვა. წარმატება, ლეო!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული