"აიაქსის" მეკარე: დე ლიხტს, დე იონგის მსგავსად, "ბარსელონაში" გადასვლა სურს

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" ერთ-ერთი ლიდერი და ცენტრალური ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ზაფხულიდან კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

როგორც ჰოლანდიელთა კამერუნელი მეკარე ანდრე ონანა აცხადებს, "აიაქსის" კაპიტან მატიას დე ლიხტს კარიერის გაგრძელება "ბარსელონაში" სურს.

"მატიასს, დე იონგის მსგავსად, "ბარსელონაში" გადასვლა სურს. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია" - განაცხადა ონანამ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კამერუნელი მეკარე საკუთარი თანაგუნდელების შესახებ მედიასთან საუბრობს.

რამდენიმე თვის წინ მან აღიარა, რომ ორივე მოთამაშემ მას ბარსელონაში ცხოვრების შესახებ ჰკითხა. ონანა "ბლაუგრანას" აღზრდილია. ის 2010-15 წლებში "ბარსელონას" ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.

კატალონიელების
გარდა, 19 წლის მატიას დე ლიხტით პსჟ და "იუვენტუსიც" ინტერესდებიან.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: რეალმა ამსტერდამში გაიმარჯვა - სოლარი ამტკიცებს, რომ ტურნირი მიჯრით მეოთხედ უნდა მოიგონ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული