"სევილიას" თავდამსხმელმა ვისამ ბენ იედერმა ლა ლიგას 25-ე ტურში "ბარსელონასთან" წაგება (2:4) ასე ახსნა.
"შესაძლოა, რეალურ სამყაროში ეს მატჩი მოგვეგო, მაგრამ უცხოპლენეტელმა ყველაფერი სხვაგვარად გადაწყვიტა.
მე ვამაყობ ჩემი გუნდით. ჩვენ არასოდეს არ ვნებდებით. წინ "სევილია"!", - წერს ბენ იედერი ტვიტერზე.
ამ თამაშში ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემა გაკეთა.
მიმდინარე სეზონში ბენ იედერმა 39 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.