mundodeportivo: კაზემირო ოსკარზეა წარსადგენი

AutoSharing Option
ლა ლიგას 25-ე ტურში "რეალმა" სტუმრად "ლევანტეს" 2:1 2 პენალტით სძლია.

მსაჯის იგნასიო იგლესიასის მიერ 78-ე წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი იყო განსაკუთრებით საეჭვო. ყველა ესპანური გამოცემა აღნიშნავს, რომ არბიტრის გადაწყვეტილება საკამათო გახლდათ.

"მუნდო დეპორტივო" კი წერს, რომ რეფერიმ აშკარა შეცდომა დაუშვა, რადგან დუკურს კაზემირო არ წაუქცევია, იმ მომენტში ბურთი საჯარიმოდან უკვე გატანილი იყო და ბრაზილიელი ოსკარზეა წარსადგენი.

თანაც, პირველი პენალტისგან განსხვავებით იგლესიასმა ვიდეოგამეორების თავად ნახვა არც ისურვა.

კატალონიურმა "სპორტმა" მატჩის მიმოხილვას ასეთი სათაური წარუმძღვარა - "VAR-ი და არბიტრი "რეალს" გამარჯვებაში დაეხმარნენ".
მკითხველის კომენტარები / 8 /
ახალი ცნობა ვრცელდება კაზემიროს შესახებ, რომ ფეხი აქვს მოტეხილიო და სასწრაფოდ გაუქანებიათ საავადმყოფოში. ასე უხეშად არ უნდა ეთამაშა ლევანტეს ფეხბურთელს.
გია1
18:32 25-02-2019
5
ერთ-ერთ საუკეთესო ლიგასა და ქვეყანაში ასეთი ამაზრზენი მსაჯობა რომ იქნება სხვაგან რაღას უნდა ელოდე, ეს ძალზე აზიანებს ფეხბურთს და საერთოდ სპორტს!
ლეო
18:04 25-02-2019
3

სიახლეები პოპულარული