ვინისიუსი - მომავალი ელ კლასიკოების შესახებ: ლეო მესისი "რეალში" არავის არ ეშინია

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა ვინისიუსმა "ბარსელონასთან" მომავალ მატჩებზე ისაუბრა.

"ჩვენ ელ კლასიკოსთვის მზად ვართ. ამ კვირაში ორი შეხვედრა იქნება. გულშემატკივრებს მოეწონებათ. ძალიან მინდა თამაში. ყველას მოსწონს ელ კლასიკო.

მესი მუდამ კარგია. არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მაგრამ "რეალში" მისი არავის არ ეშინია. ჩვენს გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან", - განაცხადა ბრაზილიელმა.

ამ გუნდების თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი 1:1 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი მადრიდში 27 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე კარგია ასე, რომ იძახიან ლეოზე იმიტომ, რომ უფრო ბრაზდება და მაგრად თამაშობს. მიდი ლეო მოაკეტინე ასეთებს.
გია1
10:15 26-02-2019
1
ლეო მაგარია,მაგრამ !!!;
ზვიადი
00:50 27-02-2019
1

სიახლეები პოპულარული