"რეალის" მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ "ბარსელონასთან" ესპანეთის თასის განმეორებითი 1/2-ფინალური მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა და მასში არ შეიყვანა ნახევარმცველი ისკო.
სოლარის ისკოსთან რთული ურთიერთობა აქვს, არ სწყალობს და ახლა საერთოდ მისი იგნორირება მოახდინა.
აი, ბლანკოსის განაცხადი:
მეკარეები: ნავასი, კურტუა, ზიდანი
მცველები: კარვახალი, რამოსი, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ოდრიოსოლა, რეგილიონი
ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე, ასენსიო, სებალიოსი
თავდამსხმელები: ბენზემა, ბეილი, ვასკესი, ვინისიუსი