ერნესტო ვალვერდე: ჩვენი მიზანი ყველაფრის მოგებაა

AutoSharing Option
ესპანეთის თასზე "რეალთან" ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ შემდეგი განაცხადა.

"მეორე ტაიმო კარგად ჩავატარეთ, პირველი - ვერა.

შესვენების შემდეგ მოვუმატეთ და მიზანმიმართულად ვმოქმედებდით. 0:0 არ გვაწყობდა.

სუარესს "რეალთან" არანორმალური სტატისტიკა აქვს. რაც შეეხება მესის, არამარტო გააქვს, არამედ პარტნიორებს მომენტებსაც უქმნის.

დემბელემ კარგი შეხვედრა ჩაატარა. პირველ ტაიმში ბურთით საუკეთესოდ არ მოქმედებდა. მეორე ტაიმში ზონები გაეხსნა და ეს მისი უპირატესობაა.

ჩვენი მიზანი ყველაფრის მოგებაა, რაც კი შესაძლებელია. ამას ჩვენი გულშემატკივრები და ისტორია ითხოვს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარსა მაგარია, ვალვერდე კარგი მწვრთნელია
irakli
09:41 28-02-2019
0

სიახლეები პოპულარული