სერხიო რამოსმა შეიძლება "ბარსელონასთან" ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა შესაძლოა, დღეს ლა ლიგას 26-ე ტურში "ბარსელონასთან" ვერ ითამაშოს.

"ბარსასთან" ესპანეთის თასის განმეორებით 1/2-ფინალურ მატჩში ის თანაგუნდელ კაზიმიროს შეეჯახა და მუხლის ტრავმა მიიღო, რომელიც ადრეც აწუხებდა.

დღეს მას სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ და გადაწყვეტენ, შეუძლია თუ არა თამაში.

ამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ნაჩო გამოტოვებს, ხოლო ტრავმირებული ვარანი მწყობრში ჩადგა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგას რა სჯობს)) თამაშს არ გააფუჭებს და ეს ბრწყინვალე შეხვედრა კიდევ უფრო დიდებული სანახავი იქნება!!!
უნივერსალი
16:49 02-03-2019
0

სიახლეები პოპულარული