ერნესტო ვალვერდე: პიკემ მანერვიულა - რას გარბოდა ბურთით კარის გასწვრივ?

AutoSharing Option
ელ კლასიკოში "რეალის" გასვლაზე დამარცხების (1:0) შემდეგ, "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- უკვე მეორე წელია ჩემპიონატზე დიდი სხვაობით გავიჭერით წინ. დრო გავა და ამას დააფასებენ. წინ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი.

- მადრიდი მკვდარია?
- მათ შეუძლიათ ბევრი მატჩი მოიგონ. კიდევ "ატლეტიკოა". 90-წუთიანი ტანჯვის შემდეგ ჯერ შესაძლოა, კიდევ ვერ გაგვიცნობიერებია, რას მივაღწიეთ. ჩვენი გულშემატკივრები ბედნიერები არიან.

წინა შეხვედრაში თამაშის გაკონტროლებას ვცდილობდით, მაგრამ ჩვენი სათამაშო რიტმი სათანადო დონეზე არაა. დღეს უკეთ ვითამაშეთ. მეორე გოლი რომ გაგვეტანა, ბოლოს ნერვიულობას გადავრჩებოდით. შანსი
დავუტოვეთ. პიკემ მანერვიულა - რას გარბოდა ბურთით კარის გასწვრივ?

- მესი როგორაა?
- მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგშია. ისევე როგორც ყველა, ცდა მასაც არ დაუკლია. უცხოპლანეტელია. ყოველთვის, როდესაც ბურთი აქვს, რაღაცა ხდება.

- გულშემატკივრებში ავტორიტეტი გაიმყარეთ?
- არ ვიცი, აზრზე არა ვარ, ჩემთვის სულერთია. მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ, რომ ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშოს და გაიმარჯვოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი მცველია პიკე. ლეგენდა კაცი!
ლუკა
19:49 03-03-2019
0
გილოცავთ ბარსელონებო! ასე ბოლომდე გამარჯვებით! ეს ფორმა, რომ აცვიათ კარგად მაქვს დაცდილი.
გია1
11:42 03-03-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული