ლა ლიგაზე "ბარსელონასთან" განვლილ მატჩზე "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ისაუბრა.
- "ბარსელონასთან" თამაში კოშმარია?
- არა. ფეხბურთში შედეგის მომტანი გოლია. ჩვენ ვერ გავიტანეთ. მეტოქეს უნდა მივულოცოთ.
- დაღლილობის ბრალია?
- ორი ინტენსიური შეხვედრა იყო, ბევრი ძალა დავხარჯეთ. აღსადგენად ცოტა დრო იყო. ყველაფერი ეს "ბარსელონასაც" შეეხება. ასე რომ, ამით თავს ვერ გავიმართლებთ.
- "რეალს" ჯერ კიდევ შეუძლია ჩემპიონატის მოგება?
- "რეალს" ჯერ კიდევ შეუძლია ჩემპიონატის მოგება?
- "ბარსელონამ" უპირატესობა 12 ქულამდე გაზარდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი მატჩია. ბოლომდე ვიბრძოლებთ.
- მესისთან რა მოგიხდათ?
- ეს უნებურად მოხდა. მან ცუდად მოახდინა რეაგირება. ყველაფერი მოედანზე
დარჩა.