ჟოზე მოურინიო: ივან რაკიტიჩი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიომ, რომელსაც "რეალში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, უკანასკნელ კლასიკოში "ბარსელონას" ნახევარმცველის ივან რაკიტიჩის თამაშზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"სანამ სტუდიას დავტოვებდე, ნება მომეცით რაღაც ვთქვა. ამის აღნიშვნა კარგა ხანია მინდოდა: რაკიტიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია.

აი, ამით მინდოდა გადაცემის დასრულება, ვინაიდან როგორც წესი, უფრო ვარსკვლავებზე ვამახვილებთ ყურადღებას.

სოციალურ ქსელებში აქტიურობა მართებს, რადგან ეს ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში ვერ ვარგობს, თუმცა სამაგიეროდ მოედანზეა მაგარი.

ყველა ასპეკტში ფანტასტიკური ფეხბურთელია, მარჯვენა ფლანგზე დიდ სამუშაოს ასრულებს, ბევრს დარბის და მესის ეხმარება. ბურთის ფლობაშიც შესანიშნავია, -
განაცხადა მოურინიომ BeIN Sports-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ არის დაუფასებელი !! ვინც საჭიროა ვაფასებთ რაკეტას
0
სადღაც ვეთანხმები. ბარსამანიაზე, რომ ვკითხულობ კომენტარებს, სიმართლე გითხრათ აღარც მინდა ამ ვითომ ყველაფრის მცოდნეების, ვაი ანტი გულშემატკივრების სულელური კომენტარების წაკითხვა. ამოჩემებული ყავთ რაკიტიჩი და სუარესი. "მძორები, აუსვან, წაეთრენ" და ასეთი სიტყვებით ლანძღავენ ორივეს. ეს უკვე აუტანელია. რაკეტა არის ძალიან შრომის მოყვარე ფეხბურთელი და ამის დაუნახავობა არის უბრალიდ სიბეცე, ასევე სუარესი ძალიან მაგარი ფეხბურთელია. ამ ვითომ ქომაგებს ვეტყვი: მოკეტეთ და ნუ პროფესორობთ.
გია1
09:39 04-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული