"რეალი" პსჟ-ს ნეიმარში 345 მილიონს შესთავაზებს

AutoSharing Option
მძიმე სიტუაციაში მყოფი "რეალი" ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის შეძენას ცდილობს.

"სანის" ცნობით, "რეალი" მზადაა ტრანსფერში პარიზულ კლუბს 345 მილიონი ევრო შესთავაზოს და უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის წარმომადგენლებს.

ბლანკოსი ნეიმარს წლიურ გასამრჯელოდ 44 მილიონ ევროს სთავაზობს და თუ ეს ასე მოხდა, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

საქმე შეიძლება იმანაც გააიოლოს, რომ მადრიდულ და პარიზულ კლუბებს ერთმანეთში კარგი ურთიერთობა აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არაფერი გადასარევი ფეხბურთელი ნეიმარი არაა. ნახევარ სეზონს მინდორზე კოტრიალობს და ნახევარს ისვენებს. მაგარი გაპიარებულია და მაღალი ტრანფერისათვის სჭირდებათ, ფული რომ მოტეხონ რეალის ბოსებმა. თუ მართლა კარგი ფეხბურთელი უნდათ, მბაპე უნდა იყიდონ.
არჩილ
09:03 25-03-2019
0
10 მაგდენი აქვს უკვე ნაშოვნი ამ სეზონზე რეალს ტოტალიზატორებიდან და არაუშავს. მოიყვანეთ ნეიმარი მბამპე და აზარი
გოგა
17:46 09-03-2019
1

სიახლეები პოპულარული