უსმან დემბელეს "ლიონთან" თამაში კითხვის ქვეშ დგას

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" შემტევმა უსმან დემბელემ შესაძლოა "ლიონის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებითი მატჩი გამოტოვოს. ესპანური მედიის ინფორმაციით, 21 წლის ფრანგმა, რომელიც "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ გუშინდელ შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, მატჩი ბარძაყის უკანა კუნთის არეში დისკომფორტით დაასრულა.

გასახდელში დემბელემ გუნდის ექიმებს ტკივილის შესახებ ამცნო, რის შემდეგაც მას დამატებითი გამოკვლევები დაუნიშნეს. დღევანდელი გამოკვლევების შემდეგ ცნობილი გახდება, შეძლებს თუ არა უსმან დემბელე "ლიონთან" წინააღმდეგ თამაშს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "რაიო ვალეკანოს" გუშინდელი მატჩი "კამპ ნოუზე" მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა, "ლიონს" კი კატალონიელები 13
მარტს შეხვდებიან.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით

alt"ბარსელონამ" "რაიო ვალეკანოს" მოუგო და "ატლეტიკო" ისევ 7 ქულით ჩამოიტოვა [VIDEO]

altერნესტო ვალვერდე: ვინ იცის, შესაძლოა, ოდესმე "ბარსელონას" ქალმა უხელმძღვანელოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული