კატალონიური "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბი აპირებს, ლიონელ მესის ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.
"ლეოს კონტრაქტი 2021 წლამდე მოქმედებს და ჩვენ მისი გახანგრძლივება გვსურს. ის უფრო ძლიერი გახდა, მათ შორის მენტალურადაც, ვიდრე ოდესმე იყო. მას ტიტულების მოგების ამბიციები აქვს", - განაცხადა ბარტომეუმ.
არსებული ინფორმაციით, "ბარსელონა" მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას 2022 ან 2023 წლამდე აპირებს.
სავარაუდოდ, 31 წლის არგენტინელის გამოსასყიდი თანხა, რომელიც ახლა 700 მილიონ ევროს შეადგენს, ახალი კონტრაქტის მიხედვით კიდევ უფრო გაიზრდება.
მომზადებულია Football-Espana.net-ის მიხედვით