მადრიდის "რეალმა" ზინედინ ზიდანის დაბრუნება გამოაცხადა

AutoSharing Option
როგორც დაანონსებული იყო, "რეალმა" თავისი ოფიციალური საიტით სანტიაგო სოლარის გადაყენება და მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნა გამოაცხადა.

ზიდანს "სამეფო კლუბმა" 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 16 მილიონი ევრო დაუნიშნა.

ის "რეალში" დაბრუნების შემდეგ ხვალ გუნდს პირველად ავარჯიშებს.

ზიდანი ბლანკოსს 2016-2018 წლებში ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

"რეალი" ჩემპიონთა ლიგიდან და ესპანეთის თასიდან გამოვარდა, ლა ლიგაზე კი მესამე ადგილზეა და ლიდერ "ბარსელონას" 12 ქულით ჩამორჩება.

ზიდანის ხელმძღვანელობით ბლანკოსი პირველ შეხვედრას 16 მარტს "სელტასთან" ჩაატარებს.

alt

რამონ კალდერონი: ჟოზე მოურინიოს დაბრუნება "რეალის" ლიდერებმა არ დაუშვეს

altფლორენტინო პერესი და ზინედინ ზიდანი - რონალდოს შესაძლო დაბრუნებაზე

altპერესი - ტრანსფერებზე: მბაპე თუ ნეიმარი? ორივე

მკითხველის კომენტარები / 16 /
და რატომ გააფუჭა ასე გუნდი პერესმა თუ უნდა დაებრუნებინა ზიზუ? ზიზუ მაგარი ჭკვიანია, რომ გაეგრძელებინა და ზაფხულში არ წასულიყო, თამასა ძალიან აწეული იყო და ყველაფრის მოგებას მოსთხოვდნენ, ახლა კი ამჟამინდელ რეალს შეადარებენ და ყველა ვარიანტში შედეგი ექნება.
0
ზუზუუ წარმატებები მაგრამ ან წასვლა რა იყო ან მოსვლა რა არი - მაგარი გაბედული ნაბიჯია და ვნახოთ
2

სიახლეები პოპულარული