"ესპანიოლის" ყოფილი ნახევარმცველი მოისეს ურტადო ამჟამად ამავე გუნდის აკადემიის მწვრთნელია და თვლის, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი მკაცრად დასასჯელია.
მას მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონთან" მატჩში სუარესმა მსაჯი შეცდომაში შეიყვანა.
"სუარესის სამუდამო დისკვალიფიკაციაა საჭირო, რადგან ცდილობს მუდამ შეცდომაში შეიყვანოს არბიტრები.
ეს ურუგვაელს ვიდეოგამეორებითაც კი გამოსდის და მისი გუნდი ამით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა", - წერს ურტადო თავის ტვიტერზე.
რეგილიონმა მესის რწყილი, სუარესს კი მახინჯი და კურდღელი უწოდა
ვინისიუსი ურტყამდა, სუარესს გაჰქონდა - რითი აჯობა "ბარსელონამ" "რეალს"?