
AS-ი პროგრამა «El Partidazo de Vamos»-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკანასკნელი კლასიკოს დროს "რეალის" მცველმა სერხიო რეგილიონმა "ბარსელონას" ფეხბურთელებს - ლეო მესისა და ლუის სუარესს დასცინა.
მან ჯერ სუარესს უთხრა: "არ შემეხო, შენ ისეთი მახინჯი ხარ, შენ ისეთი მახინჯი ხარ", შემდეგ კი მას კურდღელი უწოდა.
ამ ორ ინციდენტს შორის ბლანკოსის 22 წლის მცველმა მესის მიაძახა: "რა არის? რას ლაპარაკობ? რა გაწუხებს, რწყილო? რა გემართება?"