ნავასი: "ვინც ამბობდა, რომ ცუდად ვვარჯიშობდი, უნდა აღიარონ, რომ ცდებოდნენ"

AutoSharing Option
"რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შემდეგ პირველსავე მატჩში ზინედინ ზიდანმა ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა თადარიგში დატოვა, კარის დაცვა კი კოსტარიკელს ნავასს ანდო. ნავასი იანვრის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოვიდა და "სელტასთან" მოგებული მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"მათ, ვინც ამბობდა, რომ ცუდად ვვარჯიშობდი, ახლა უნდა აღიარონ, რომ ცდებოდნენ. ისინი ან მე არ მიცნობენ, ან ვარჯიშები არ უნახავთ.

ყველამ იცის, მე როგორ ვვარჯიშობ. გვირაბის ბოლოს ყოველთვის არის სინათლე - სწორედ ასეთი მიდგომით ვუდგები ჩემს საქმეს.

მსურს, დავტკბე ამ
მომენტით. მე იმისთვის ვმუშაობ, რომ მწვრთნელს ჩემი იმედი ჰქონდეს, და დღეს ღრუბლები გაიხსნა და მზემ გამოანათა. მე ყოველთვის ვცდილობ, გუნდს სარგებელი მოვუტანო. ამ სიტუაციიდან უფრო ძლიერი და მოტივირებული გამოვალ", - განაცხადა ნავასმა.

მომზადებულია Marca.com-ის მიხედვით

altზიდანმა დაბრუნებისთანავე ისკო და ბეილი ძირითადში დააბრუნა და ორივემ გაიტანა [VIDEO]

altბეილის აგენტი: რამდენიმე მატჩი შეუცვლელად და ბეილი რონალდოს დონეზე იქნება

altოფიციალურად: ზიდანის პირველი ტრანსფერი - 50 მილიონი "პორტუს" მცველში

altტიბო კურტუას მამა: ჩემი შვილის მიმართ ესპანური და ფლამანდრიული პრესა ნეგატიურადაა განწყობილი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული