მადრიდის "რეალის" შემტევმა ვინისიუს ჟუნიორმა მოჰყვა, როგორ მოხვდა მადრიდულ კლუბში.
"მამაჩემს სხვა კლუბების დაინტერესებაზე არასდროს არაფერი უთქვამს, სანამ "ბარსელონა" და "რეალი" არ გამოჩნდნენ. ორივე კლუბში ვიყავით და ორივეგან მომეწონა.
"ბარსელონა" მეტს იხდიდა, მაგრამ უკეთესი პროექტი გვინდოდა. ამასთან ერთად, მარსელოსა და კაზემიროს ვესაუბრე და ისინი გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარნენ.
"რეალში" ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. მარსელო და კაზემირო ამბობდნენ, რომ აქ ყველაფერი სრაფად ხდება. არავინ ფიქრობდა, რომ ბრაზილიის გარეთ ვითამაშებდი.
ნელ-ნელა ვპოგრესირებ და მინდა სამუშაოს მალე დავუბრუნდე. იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლომდე ვითამაშებ",
- თქვა ვინისიუსმა Cadena SER-თან საუბარში.