"ბარსელონა" ივან რაკიტიჩს ხელფასს არ უმატებს და შესაძლოა, გუნდი დატოვოს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ნახევარმცველ ივან რაკიტიჩს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით არ გაუგრძელებს. ამის შესახებ ESPN-ი იუწყება.

წყაროს ცნობით, "ბარსას" რაკიტიჩისთვის ხელფასის მომატების საშუალება არა აქვს. არც ისაა გამორიცხული, კატალონიურმა კლუბმა ივანი ზაფხულში გაყიდოს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად თვლის.

2018 წლის ზაფხულში რაკიტიჩის შეძენა პსჟ-ს უნდოდა, იმაზე უფრო დიდ გასამრჯელოსაც სთავაზობდა, ვიდრე ახლა აქვს, მაგრამ ვალვერდემ ხორვატი გუნდში დარჩენაზე დაითანხმა. საპასუხოდ რაკიტიჩი გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას ელოდა, მაგრამ უარი მიიღო.

ამ სეზონში 31 წლის რაკიტიჩმა ესპანეთის ჩემპიონატის 27
მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, "ბარსელონასთან" კი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ განაცხადა, რომ რაკიტიჩი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. ეს ძალიან ესიამოვნა ივანს და აღნიშნა, რომ ასეთი კარგი სიტყვები მამისგანაც კი არ მოუსმენია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული