დიეგო სიმეონე: ლა ლიგაში "ატლეტიკო" უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებს

AutoSharing Option
"ალავესთან" სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ (4:0) მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ჩემი ფეხბურთელები კარგად ხვდებიან, როგორ უნდა შეუტიონ ამა თუ იმ გუნდს. სწრაფად თამაში და მომენტების შექმნა აუცილებელი იყო და ეს კარგად გამოგვივიდა.

ჩვენ გვჭირდებოდა ასეთი მატჩი სტადიონზე, სადაც მეტოქე კარგად თამაშობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით - ეს ჩვენი სულისკვეთებაა. ასე იქნება ლა ლიგაშიც - "ატლეტიკო" უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლებს", - განაცხადა მადრიდელთა მწვრთნელმა.

29 ტურის შემდეგ "ბარსელონა" უახლოეს მდევარს,
"ატლეტიკოს" 10 ქულით უსწრებს. 2 აპრილს "ბარსელონა" "ვილიარეალს" ესტუმრება, "ატლეტიკო" კი "ჟირონას" უმასპინძლებს, უკვე 6 აპრილს კი გუნდები ერთმანეთს "კამპ ნოუზე" დაუპირისპირდებიან.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული